
ფრისაიდი ბლოგია, სადაც პროდუქტიულობასთან დაკავშირებულ თემებზე ვწერ:
- პერფექციონიზმი
- პროკრასტინაცია
- პროდუქტიულობა
- work-life ბალანსი
- ფრილანსერობა
ეს ძირითადი საკითხებია, რომელიც თავის თავში კიდევ უამრავ დეტალს გააერთიანებს.
მას შემდეგ რაც პირველად დავიწყე მუშაობა ყველაფერი შეიცვალა, აჩქარდა სამუშაო გარემო, უამრავი შესაძლებლობა გაჩნდა და დროის მართვა კიდევ უფრო დიდ გამოწვევად იქცა ვიდრე ოდესმე.
საბოლოოდ, სამუშაო ვალდებულებებს სტრესამდე, შფოთვამდე, დეპრესიამდე მივყავართ. ხშირად გვაქვს არარეალიზებულობის შეგრძნება. რეალურად კი გამოსავალი დროის და უნარების სწორ მართვაშია.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება გავაზიარო. გულწრფელად მოგიყვებით იმ პრობლემებზე რასაც ვეჯახებოდი და იმ გამოსავალსაც გაგიზიარებთ, რაც წინსვლაში მეხმარებოდა.
რატომ ვწერ ამ თემებზე?
თავიდან დასაქმებულის როლში ვიყავი რამდენიმე პოზიციაზე, შემდეგ ტრენერი გავხდი, უბედნიერესი ვიყავი, როცა ფრილანსერის კარიერა ავიწყე, ახლა კი ანტერპრენერის როლში გადავდივარ და ცხადად ვგრძნობ რამხელა სხვაობაა სხვადასხვა როლში. როგორ უნდა იფიქრო თოთოეული პერსპექტივიდან და რა უნდა გააკეთო წარმატებისთვის.
პროდუქტიულობა ჩემი სუპერძალაა. როდესაც ფრილანსერობა გადავწყვიტე პროდუქტიულობა მინუსებში წავიდა. უამრავ დილემას და პრობლემას გადავაწყდი, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობით მოვახეხე თაიმ მენეჯმენტი ახალ საფეხურზე გადამეყვანა და ამაში ჩემი ორი ძველი მტრისთვის თვალებში ჩახედვა დამჭირდა. ალბათ უკვე მიხვდით პერფექციონიზმს და პროკრასტინაციას ვგულისხმობ.
ძალიან ვამაყობ ჩემი ვორქ-ლაიფ ბალანსით. თუმცა ჯერ კიდევ ვმუშაობ საოცნებო ცხოვრების სტილის შესაქმნელად.
თამამად ვიტყვი, რომ ეს თემები არაა 1 დღეში და 1 თვეში შესაცვლელი. 1 დღეში ნაბიჯი უნდა გადადგა, 1 თვეში დისციპლინის ჩამოყალიბება უნდა დაიწყო, თუმცა შედეგს დროსთან ერთად ხედავ. და უბრალოდ უფრო პროდუქტიული კი არ ხდები, მენტალობასა და მსოფლმხედველობას იცვლი, აზროვნებ ისე, როგორც წარმატებულ ადამიანს შეეფერება.
ამიტომ ვაძლევ თავს უფლებას გავაზიარო გამოცდილება, და მუდამ ტონუსში გამყოფო, რომ შენი კარიერა კიდევ და კიდევ უფრო სასიამოვნო გახდეს.
ვინ ვარ მე?
მე მარიამი ვარ. შეგიძლია “ამი” დამიძახო.
- 10 წელზე მეტია რაც ციფრულ პროფესიებში ვარ, თავიდან გრაფიკული დიზაინერობით დავიწყე და რამდენიმე მიმართულებით გავხდი სუპერპროფესიონალი.
- 7 წელზე მეტია, რაც ამავე მიმართულებებით ტრენერი ვარ.
- ეტაპობრივად მარკეტინგის კონსულტანტის და სტრატეგის როლში გადავედი.
- ძალიიიან წარმატებულად და ბედნიერად შევაფასებდი ჩემი ფრილანსერის კარიერას.
- თუმცა, ახლა უკვე ვეჩვევი ჩემს თავს ფრილანსერის ნაცვლად, ანტერპრენერი დავუძახო. და ჩემი მიზანია, 1 წლის შემდეგ ბიზნეს კონსულტანტი ვიყო <3
- ჩემს დაბადების დღეზე მარკეტინგული სააგენტო “Bluebirds” ჩავუშვი, 1 თვეში კი მის ბაზაზე “Bluebirds Academy”, სადაც მსურველები დიზაინს, ციფრულ მარკეტინგს და ვებ დეველოპმენტს სწავლობენ და შემდეგ მენტორშიფის პროგრამაში ერთვებიან.
- ჰო კიდევ, დოქტორანტურას გავდივარ თსუში, კულტურის კვლევების მიმართულებით. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. ყოველთვის ვიცოდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. თუმცა დიზაინმა და მარკეტინგმა იმდენად შემისრუტა, აქამდე ვერ შევძელი სათანადო რეალიზება გამეკეთებინა სამეცნიერო მიმართულებით. ვხედავ, რომ ჩემი ბიზნეს და სამეცნიერო გამოცდილება ერთ წერტილში მივიდა და იმასაც გაგიზიარებთ ხოლმე, როგორ გადავდგავ ახალ ნაბიჯებს ამ მიმართულებით.
- და ახლა უკვე, ჩემი დიდი ხნის ოცნება ავისრულე და ბლოგერობას ვიწყებ <3
საქმე ჩემთვის ჰობივითაა, ვერ ვგრძნობ როგორ გადის დღეები. თუმცა სახლიდან მუშაობისთვის ჯანსაღი ცხოვრება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რამდენიმე წელი ვგეგმავდი :დდ საბოლოოდ 1 წელია რაც ცხოვრების სტილის შეცვლა დავიწყე: ვვარჯიშობ, ჯანსაღად ვიკვებები, კუნდალინი იოგას ვაკეთებ, ვმედიტირებ, დღიურს ისედაც სულ ვაწარმოებდი, მაგრამ ძილი ჯერ კიდევ ვერ დავარეგულირე :დდ
ახლანდელი მიზანი ცურვის სწავლაა, ოდნავაც კი არ გამომდის :დდ მაგრამ ძალიან კარგად ვისვრი იარაღს. ჩემთვის საუკეთესო განტვირთვაა ხოლმე. კიდევ ბოულინგი მიყვარს, ველოსიპედით და ცხენებით სეირნობა. (ეს ბოლოც არ გამომდის კარგად :დ)
მიყვარს მოგზაურობა და ფეხით სიარული. საქართველოში უამრავ ადგილას ვიყავი და კიდევ ბევრი მაქვს სანახავი. საზღვრებს მხოლოდ 5 ქვეყანაში გავცდი :დ მაგრამ ამ რიცხვს აუცილებლად გავზრდი <3 თითქოს ღრმა ბავშვობიდან მომყვება სურვილი მსოფლიო მოვიარო.
კიდევ მიყვარს ცოდნის გაზიარება, არ ვიცი სოციალური პასუხისმგებლობაა თუ ჩემს წარსულ თავს ვეხმარები ამით წარმატებაში. ვცდილობ ყველა ის ინფო გავაზიარო, რაც მე დამეხმარებოდა დროულად რომ მცოდნოდა და რის მიხვედრაში და სწავლაშიც უამრავი დრო და რესურსი დავხარჯე.
რა სარგებელს მიიღებ ბლოგიდან?
ვფიქრობ ყველამ თავისი პიროვნების და ორგანიზმის მიხედვით უნდა აიწყოს ყოველდღიური რუტინაც და დააბალანსოს მისი ცხოვრება. თუმცა სხვების გამოცდილება და პატარ-პატარა ცოდნები გვეხმარება ყველაფერი ბევრად სწრაფად გავაკეთოთ. მე რომ ასეთი თანმიმდევრული ბლოგი წლების წინ მეკითხა, ახლა ბევრად წინ ვიქნებოდი.
სწორედ ესაა მთავარი სარგებელი:
- დაგეხმარები შენს იმ პრობლემებს ჩახედო თვალებში და გაუმკლავდე, რაც კარიერულ წინსვლაში გიშლის ხელს.
- დაგანახებ პერსპექტივას, საიდანაც საყვარელი საქმის კეთება და ბევრი დროის გათავისუფლება ფანტასტიკის ჟანრი სულაც არაა. თანმიმდევრულობა და დროის სწორი მართვა დაგეხმარება მოკლე დროში მეტი გამოიმუშავო და თავისუფალი დრო სხვადასხვა ჰობისთვის გამოიყენო.
ამ ყველაფრისთვის საკუთარი თავის უკეთ გაცნობა დაგჭირდება <3 მზად ხარ ამ მოგზაურობისთვის?
პატარა სპოილერი: სამომავლოდ, რამდენიმე ჩელენჯი გვექნება რომელიც პროდუქტიულობის ზრდაში დაგეხმარება. გარდა ამისა არაერთ რესურსს და აქტივობას გიმზადებ.
მაგრამ ამ ეტაპზე, მინდა დავრწმუნდე, რომ მართლა საშენოა ეს ინფორმაცია. ამიტომ არ დაიშურო უკუკავშირი. მომწერე ინსტაგრამზე, ტიკტოკზე ან ლინკდინზე, მომიყევი შენს იმ პრობლემებზე, რომელსაც ჩემი ბლოგი ეხება და ვეცდები კონტენტიც შესაბამისი იყოს <3