Edit Content
პროკრასტინაცია

რა არის და როგორ შევაჩეროთ პროკრასტინაცია?

Posted on
by

პროკრასტინაცია ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც შენს პროდუქტიულობაზე, პერფორმანსზე და მენტალობაზე ახდენს გავლენას. 

ხშირად გრძნობ თავს დამნაშავედ, სტრესში და გიგროვდება გადადებული, დაუმთავრებელი საქმეები?

პროკრასტინაცია გადაწყვეტილებების ან ქმედებების უმიზეზოდ გადადებაა. რეალურად ის ერთ-ერთი მთავარი ბლოკერია, რომელიც ხელს გიშლის სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და იმ საოცნებო ცხობრების შექმნაში, რომელზეც გამუდმებით ფიქრობ.  

პირველი რაც უნდა გაიაზრო. პროკრასტინაცია სიზარმაცე არ არის. არა, შენ ნამდვილად არ ხარ ზარმაცი. 

პროკრასტინაცია ყველა ჩვენგანს ახასიათებს. ამ სტატიის წერის დროსაც კი გადავიღე ტიკ ტოკ ვიდეო, ძაან ბანალური ტრენდით :დ მთავარია როგორ მართავ ამ პროცესს და რას აკეთებ პროკრასტინაციასთან გასამკლავებლად.  

და მაინც, რა არის პროკრასტინაციის ფსიქოლოგიური მიზეზები? 

სანამ პროკრასტინაციის გამკლავების გზებზე ვისაუბრებთ,  მოდი ერთად ჩავუღრმავდეთ რა ფსიქოლოგიური ფაქტორები იწვევს მას. რამდენიმე ფაქტორი შეიძლება იყოს პროკრასტინაციის მიზეზი. მათგან ყველაზე გვარცელებულია: 

  1. მარცხის შიში. ხშირად თასქის არიდების მიზეზი მარცხის შიშია, ადამიანებს ეშინიათ რომ ვერ გააკეთებენ. როგორც წესი, არ ენდობიან საკუთარ თავს ან უბრალოდ არ სურთ საკუთარ თავს გაუცრუონ იმედი, თუკი დასახულ მიზნებს ვერ მიაღწევენ. სწორად რომ, დაბალი თვითშეფასების ბრალია მარცხის შიში. და შემდეგ სტატიებში აუცილებლად მოგიყვებით თუ რა გავლენა აქვს თვითშეფასებას პროდუქტიულობაზე. 
  2. პერფექციონიზმი. ზოგი ადამიანი საკუთარ თავს ზედმეტად მაღალ სტანდარტებს უწესებს და ლოგიკურია რომ ეს აფერხებთ საქმის შესრულებისას. როდესაც ცდილობენ ყველაფერი სრულყოფილად აკეთონ, ეს ძალაუნებურად პროკრასტინაციისკენ უბიძგებთ, რადგან თავადვე ვერ აკმაყოფილებენ საკუთარ მოლოდინებს. 
  3. მოტივაციის ნაკლებობა. როდესაც თასქი არც ისე სასიამოვნოდ გამოიყურება, არ იწვევს აღელვებას და ეიფორიას, ადამიანებს ეს უბიძგებს თავიდან აირიდონ საქმე და რაიმე უფრო კომფორტულით დაკავდნენ. რეალურად კი ეს ქმედება კიდევ უფრო მეტ სტრესს იწვევს, ვიდრე არასასიამოვნო საქმით დაკავებაა. 
  4. თაიმ მენეჯმენტის პრობლემა. როდესაც ადამიანი ზედმეტი დავალებებით იტვირთება, მის შესრულებას ვერ ახერხებს და ვერ მართავს დროს ეფექტურად ეს პროკრასტინაციის მიზეზი ხდება. 
  5. დავალების ბუნდოვანება. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული პრობლემაა, რომ დავალება ბოლომდე გასაგები არაა. და ნაცვლად იმისა, დაიწყონ გარკვევა და დეტალების დაზუსტება თავს იდანაშაულებენ და ცდილობენ თავიდან აირიდონ საქმის შესრულება. საბოლოოდ კი ეს მეტი გაუგებრობის მიზეზი ხდება. 

როგორ გავუმკლავდეთ პროკრასტინაციას?  

  1. მიიღე, რომ პროკრასტინაციით ხარ დაკავებული 

ყველა პრობლემა მიღებით და აღიარებით იწყება. შეეშვი თავის დადანაშაულებას, აღიარე რომ დროს ფლანგავ და მთავარი თასქის ნაცვლად რაღაც ნაკლებად მნიშვნელოვანს აკეთებ ან სულაც სქროლავ. სტრესის შეგრძნება სწორედ ამის ბრალია, ვერ დუნდები რადგან იცი ამ დროის ეფექტურად გამოყენებაც შეგეძლო. როგორც კი მიიღებ ფაქტს, რომ პროკრასტინაცია შენი ცხოვრების წესია, ადვილად შეძლებ შემდეგ  ნაბიჯზე გადასვლას. 

  1. შეარჩიე კომფორტული ლოკაცია და გარემო 

დააკვირდი სად მუშაობ კომფორტულად. როგორი გარემო ააქტიურებს შენ სამუშაო ენერგიას. თუ განსხვავებული ტიპის დავალებების კეთება გიწევს დააკვირდი იმასაც თითოეული მათგანისთვის რა არის კომფორტული. შეიქმენი სამუშაო გარემო, რომელიც პროდუქტიულს გაგხდის. გამოყავი ზონები, რომლესაც სამუშაოდ იყენებ და გამიჯნე დასასვენებელი სივრცისგან. ტვინმა უნდა იცოდეს როდის ისვენებ და როდის ხარ სამუშაოდ მომართული. 

  1. დაყავი თასქები

პროკრასტინაციის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ თასქები ძალიან დიდი, კომპლექსური და ბუნდოვანი ჩანს. გასამკლავებლად თასქები პატარა, ადვილად მართვად ნაბიჯებად უნდა დაყო. ეს საქმეს უფრო ცხადს გახდის და მოტივაციას გაგიზრდის, რომ დაიწყო და დაასრულო. 

  1. დააწესე რეალური დედლაინები

ეცადე, ყოველთვის რეალისტური იყო სამუშაოს შეფასებისას. განსაზღვრე ვადები და მიყევი მას. დედლაინები დაგეხმარება ამოცანების პრიორიტეტიზაციაში, ასევე მოგცემს საშუალებას ადვილად მართო დრო და აკონტროლო პროგრესი. 

ხშირ შემთხვევაში დედლაინები ყურადღებას და ეფექტურობას აძლიერებს და შეიძლება დადებითი გავლენაც კი მოახდინონ მუშაობის პროცესში. თუმცა, კარგად დააკვირდი, ზედმეტად მოკლე ან ხანგრძლივი დედლაინები ხომ არ გაქვს? წინააღმდეგ შემთხვევაში,  შეიძლება თავი გადატვირთულად ან თვითკმაყოფილად იგრძნო. 

  1. აირიდე ე.წ. “დისტრაქშენები”, დაიცავი თავი ყურადღების გაფანტვისგან

რთულია შეინარჩუნო ფოკუსი, როცა მუდმივად რაღაც გიფანტავს ყურადღებას. ამიტომ, მინიმუმამდე უნდა დაიყვანო ყველა დისტრაქშენი, რაც შენს ყურადღებასა და კონცენტრაციას უშლის ხელს. მაგალითად, უხმო რეჟიმზე გადართე ტელეფონი, არ შეამოწმო მეილი და სოც მედია. აირიდე მულტითასქინგი და ერთჯერადად ერთ თასქზე ფოკუსირდი. 

  1. შეისვენე

8 საათიანმა სამსახურებმა მიგვაჩვია, რომ დღეში ერთხელ ნახევარი ან ერთი საათით ვისვენებთ. რეალურად კი ეფექტურად მუშაობა თუ გინდა, ხშირად და ცოტა ხნით უნდა შეისვენო. ყველა მოზრდილი თასქის შემდეგ 5-10 წუთი უნდა მისცე შენს თავს ტვინის დასარეფრეშებლად. თუმცა შესვენებისთვის ნუ გამოიყენებთ ეკრანთან კომუნიკაციას. ეცადეთ იაროთ, თვალები დაასვენოთ ან რაიმე აქტივობით დაკავდეთ. 

  1. დააჯილდოვე შენი თავი

ალბათ ჩემი ყველა სტატია ამით დასრულდება :დ მიჩვეულები ვართ, დავითრგუნოთ თავი, როდესაც კარგად არ გამოგვდის რაიმეს კეთება. მაგრამ არასოდეს აღვნიშნავთ ჩვენს  მიღწევებსა და წარმატებულ სამუშაო დღეებს. როდესაც იცი, რომ კონკრეტული სამუშაოს კარგად შესრულებისთვის ჯილდო გელოდება შენი სამუშაო პროცესი კიდევ უფრო პოზიტიური ხდება და და კმაყოფილებას გიზრდის. შეგიძლია პატარა თასქებისთვის პატარა ჯილდოები გქონდეს, კომპლექსურ სამუშაოზე კი ჯილდოც უფრო ღირებული ხდებოდეს.

თუკი პროკრასტინაცია ხელს გიშლის უკვე იცი რისი ბრალია და საქმომედო გეგმაც გაქვს რითი დაიწყო. ამ თემაზე კიდევ უამრავ პრაქტიკულ სტატიას დავწერ და ვეცდები პროდუქტიულობის მიღწევა მარტივი იყოს შენთვის. 

განაგრძე კითხვა