პროდუქტიულობის შენარჩუნება არც ისე მარტივია. მის შემცირებას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს - მღელვარება, გადაწვა, ძილის ნაკლებობა, გადაწყვეტილების მისაღებად დროის სიმცირე ან უბრალოდ ბევრი პრიორიტეტის ქონა. გარდა ამისა, შეიძლება გარე ფაქტორებმა გამოიწვიოს პროდუქტიულობის კლება, იმ შემთხვევაშიც კი თუ მოტივირებული იყავი თასქის შესასრულებლად.
ყოველდღიურ ცხოვრებაში პროდუქტიულობის ხარისხი განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა მოდი ვისაუბროთ რა უნდა გქონდეს გაცნობიერებული როცა პროდუქტიულობის ზრდა გინდა:
- ჩვევები - პროდუქტიულობა მუშაობის ყოველდღიურ ჩვევებს ეყრდნობა. და ეს ჩვევები განსაზღვრავს როგორ წარმათავ თითოეულ დღეს; როგორ მიაღწევ შენს მოკლევადიან თუ გრძელვადიან მიზნებს. ნუ დაისტრესავ თავს უამრავი ჩვევის გამომუშავებით. აირჩიე 1 და როცა უკვე ყოველდღიური რუტინის ნაწილი გახდება, შემდეგ დაიმატე ახალი.
- დროის მენეჯმენტი - დროის მართვა და მოლოდინების ზუსტად განსაზღვრა დაგეხმარება იცოდე სად ხარ და რას აკეთებ. სტრესს და შფოთვას შეგიმცირებს და მთლიან სურათსაც ადვილად დაინახავ.
- დისციპლინა - ეს ამოსავალი წერტილია. დისციპლინის ჩამოყალიბება განაპირობებს პროდუქტიულობის ზრდას და შენარჩუნებას. გეხმარება სტაბილურობის შენარჩუნებაში და გიცავს პროკრასტინაციისგან. ყველაზე რთული სწორად დისციპლინის გამომუშავებაა და საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მაგრამ ყველა მიღწეული მიზანი და დასრულებული თასქი კიდევ უფრო გიზრდის მოტივაციასა და თვითშეფასებას. ამიტომ აქციე შენს ნომერ პირველ მიზნად დისციპლინაზე მუშაობა.
დროა პროდუქტიულობის ტექნიკებზე გადავიდეთ. მოგიყვები იმ ცნობილ მეთოდებზე, რომლებიც შენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.
- განსაზღვრე მუშაობის ყველაზე პროდუქტიული დრო
ყველა სხვადასხვა დროს ვართ პროდუქტიულები. ვიღაც დილით უფრო ენერგიულად მუშაობს, ზოგს ღამის მუშაობა ხდის შემოქმედებითს, ზოგი კი ყველაზე რთულ თასქებს შუადღეს უმკლავდება წარმატებით. დააკვირდი საკუთარ ორგანიზმს. როდის უფრო მარტივია შენთვის რთული ამოცანების გადაჭრა და ისე დაგეგმე დღე. მთავარი ფოკუსი სწორედ ამ მონაკვეთში გამოიყენე და ბევრად სწრაფად შეძლებ მუშაობას.
- შეწყვიტე მულტითასქინგი
შეწყვიტე ერთდროულად რამდენიმე თასქზე მუშაობა. გამოყავი რომელია ყველაზე პრიორიტეტული და იმაზე იმუშავე. და მხოლოდ დასრულების შემდეგ გადადი ახალზე. ხშირი კონტექსტის ცვლა ფოკუსს რევს, გიგროვდება უამრავი თითქმის დასამთავრებელი საქმე და პროგრესიც ნაკლებად ჩანს.
- ისწავლე დელეგირება
თუ იმდენი საქმე გაქვს, რომ ვერ ეტევი დროში გააკეთე დელეგირება. დააკვირდი ნამდვილად შენი საკეთებელია ყველა მათგანი? რა შეგიძლია სხვას გადააბარო. აკეთე მხოლოდ ის რაც აუცილებელია და შენი საკეთებელი.
- ჩამოწერე ყოველდღიური თასქები და დააწესე პატარა მიზნები
კარგია ზუსტად იცოდე რას აკეთებ დღის განმავლობაში. დაუთმე დრო დაგეგმვას და ბევრად მალე დაასრულებ სამუშაო დღეს. ჩამოწერე რას გეგმავ, დაალაგე პრიორიტეტების მიხედვით და წაშალე რაც აუცილებელი ან საჭირო არაა.
პატარა მიზნები სწრაფი შედეგების მიღებაში დაგეხმარება და სამუშაო პროცესიც უფრო ცხადი გახდება. დიდი მიზნები ხომ ხშირად ბუნდოვანია და პროკრასტინაციის მიზეზი ხდება.
შეიძლება მუშაობისას ვერც კი მიხვდე ზუსტად რა გაქვს გასაკეთებელი. ან ინფორმაცია გაკლდეს, რომელიც შენს საქმეს სცდება და სხვისი ჩართვა იქნება საჭირო. ამიტომ თავიდანვე გაიაზრე თითოეული თასქი და დაყავი ის პატარა მიზნებად. ასე დროსაც ზუსტად განსაზღვრავ და ადვილად სამართავიც გახდება.
- დაიწყე ყველაზე რთული თასქებით
მარტივი თასქებით დაწყებას გონება იმისთვის ირჩევს, რომ რთულ და პრობლემურ სამუშაოს გაექცეს. შემდეგ კი არც ენერგია გრჩება, არც დრო და ისეთი შეგრძნება გაქვს თითქოს არაფერი გიკეთებია. შფოთვაც საგრძნობლად მატულობს, რამაც შეიძლება საღამოს განწყობაზეც კი იმოქმედოს. დაიწყე ყველაზე რთული და აუცილებელი ამოცანებით. დაასრულე და შემდეგ მშვიდად მიყევი პატარა დავალებებს.
- მიყევი 80/20 წესს
80/20 წესს პარეტოს პრინციპსაც ეძახიან. მისი მიხედვით შედეგის 80%-ს ქმედების 20%-ით მიიღებ. ამ მიდგომას სხვადასხვა ფორმულირებით ვხვდებით ბევრ საქმეში. პროდუქტიულობის და დროის მენეჯმენტის თვალსაზრისით კი, დროის 20%-ის მაქსიმალური გამოყენება შედეგების 80%-ს გაძლევს.
- გამოიყენე პომოდოროს ტექნიკა
პომოდოს ტექნიკა დროის მართვის მეთოდია, რომლის მიხედვითაც 25 წთ მუშაობ ფოკუსირებულად და 5 წთ ისვენებ. 5 წთიანი გადართვა და ტვინის დასვენება დაგეხმარება ახლიდან დაიწყო ფოკუსირებულად მუშაობა და დღეც ბევრად პროდუქტიულად გავა. 4 პომოდოროს შემდეგ კი უფრო დიდ შესვენებას იღებ - 15-30 წთ. პომიდოროს ტექნიკის ხშირი გამოყენება შენს კონცენტრაციის უნარს აძლიერებს. ბევრად სწრაფი და ეფექტური ხდები სამუშაო პროცესში.
- სცადე 5 წუთის წესი
თუ პროკრასტინაცია შენთვის დიდი გამოწვევაა 5 წუთის წესი ძალიან დაგეხმარება. შეპირდი შენს თავს რომ იმუშავებ მხოლოდ 5 წთ. დაიწყე კეთება თუნდაც პატარა 5 წთში მოსწრებადი თასქით. ან მოზრდილი თასქის ის ნაწილი გააკეთე სადაც ეს დრო გეყოფა.
ხშირად, ხუთი წუთის გასვლის შემდეგ მოტივაცია რჩება. და უფრო პროდუქტიულ თასქზე აგრძელებ მუშაობას.
- დააწესე ლიმიტები ყურადღების გამფანტავებზე
ზოგჯერ 20 წუთიანი საქმე საათობით იწელება, რადგან შეტყობინებას ან ზარს უპასუხე. ტელეფონის აღების შემდეგ კი მექანიკურად სქროლვას შეყევი. სამუშაოდ რაღაცის დაგუგვლა დაგჭირდა. შენ კი სხვა ტემებზეც გადახვედი შეყევი კითხვას და დაგავიწყდა რას აკეთებდი. იმდენჯერ დაგერღვა ფოკუსი ვერ ახერხებ თასქის ბოლოში გაყვანას. შეზღუდე ყურადღების გამფანტავ დეტალებზე წვდომა და მთელი ყურადღება სამუშაოზე მიმართე. შესვენებისას კი მშვიდად აკეთე სხვა რაც გინდა.
- სცადე მედიტაცია
თანამედროვე ცხოვრების წესი მუდმივ ფიქრს საჭიროებს, გონება სულ დაკავებულია და ბევრი იტანჯება ოვერსინქინგით. რთულია შეინარჩუნო სიმშვიდე და დაფიქსირდე აწმყოში, როცა ძველ საქმეებს იმეორებ გონებაში ან შემდეგ გასაკეთებელზე ფიქრობ. თუნდაც 10 წთ მედიტაცია დღეში დაგეხმარება ტვინის დარეფრეშებასა და სიმშვიდის მოპოვებაში. სამუშაო დღე კი მეტად პროდუქტიული გახდება. შეარჩიე შენთვის მოსახერხებელი მეთოდი და აქციე დღის ნაწილად.
თითოეული ტექნიკა დაგეხმარება იყო პროდუქტიული და დღის ბოლოს ნათლად ხედავდე რაზე იმუშავე. საღამოს კი მშვიდად დაასრულებ სამუშაო დღეს და განაგრძობ პირად საქმეებს. წარმატებისა და პროდუქტიულობისთვის work-life ბალანსის დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ემატება. ამიტომ ნუ წაიყოლებ საქმეზე ფიქრს პირად ცხოვრებაში. დააწესე და მკაცრად დაიცავი ეს საზღვრები.
იკითხე ბლოგი და კიდევ ბევრ პრაქტიკულ რჩევას გაგიზიარებ ეტაპობრივად. პროდუქტიულობის გარდა უამრავ ინფოს მიიღებ პროკრასტინაციის, ფრილანსერობისა და work-life ბალანსის შესახებ.