სანამ პრაქტიკულ გაიდზე გადავალ, მოკლედ მოგიყვებით იმ სამ ანტიპატერნზე, რასაც ყველაზე ხშირად ვაწყდები.
პანდემიამდე ცოტა თუ საუბრობდა ფრილანსერობაზე, პანდემიის შემდეგ კი ან მასიურად მოენატრათ ოფისები, ან მასიურად მოუნდათ ფრილანსერობა ციფრულ პროფესიებში. გამომდინარე იქიდან, რომ იზოლაციის პირობებში ბევრი ფრილანსერი კიდევ უფრო წარმატებული გახდა.
ანტიპატერნი 1. მარტივი. ცდიან სხვადასხვა პროფესიან ძაან მინიმალურ დონეზე. იძახიან ვცადე და ჩემი არ იყოო, და ამ დროს ისიც არ შეუძლიათ ახსნან რა ისწავლეს.
ამის მიზეზი, ზოგჯერ უცხოს შიშია ან იმდენად რთული ეჩვენებათ დაწყებამდე ნებდებიან და ისევ ძველ ცხოვრებას აგრძელებენ.
ანტიპატერნი 2. საშუალო. რეგისტრირდებიან მოკლევადიან კურსზე. მოლოდინი აქვთ რომ ძალისხმევის გარეშე ისწავლიან ახალ პროფესიას და მალევე მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს ჩაუდგებიან კონკურენციაში. არ ასრულებენ დავალებებს ან მხოლოდ ფორმალურად. შემდეგ კი ვერ იწყებენ მუშაობას და ამას გარემოს ან კონრეტულ ადამიანებს აბრალებენ.
ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს, საკმარისი არ იმუშავეს საკუთარ თავზე და ინერციით მიყვნენ ახალ სფეროს.
ანტიპატერნი 3. რთული. გადიან სხვადასხვა კურსს, სწავლობენ საბაზისო დონეზე. და იციკლებიან მაგ ეტაპზე. აკეთებენ ბევრს, ერთი შეხედვით მუშაობენ საკუთარ თავზე, არ ჩერდებიან და არ დუნდებიან. მაგრამ ტყუილად შრომას ემსგავსება, რადგან 1 წლის მერეც ისევ იმ საფეხურზე არიან საიდანაც დაიწყეს.
ამ შემთხვევაშიც, სხვებს, გარემოს ან ქვეყანას ადანაშაულებენ. რეალურად კი ან არასწორი სტრატეგია ჰქონდათ, ვერ ვითარდებოდნენ და ზოგჯერ, უბრალოდ არასწორი პროფესია შეარჩიეს. ესეც აუცილებელია, შეგეძლოს მიხვდე რა არ არის შენი და დროულად ჩახურო ეს თავი.
საბოლოოდ ბაზარზე გვყავს უამრავი დამწყები სპეციალისტი, რომელიც ჯუნიორ პოზიციამდე ვერ აღწევს. და კიდევ უფრო რთულდება იმ ადამიანების კარიერის დაწყება ვისაც მართლა აინტერესებს. სწორედ ამიტომ მოგიყვებით იმ სტრატეგიის შესახებ, რაც ფრილანსერის კარიერის წარმატებით დაგეგმვაში დაგეხმარება.
- აირჩიე პროფესია
თუ ფრილანსერობა, გინდა აუცილებელია შენი ნიშა შეარჩიო, სფერო რომელიც მოგწონს და გაინტერესებს. დაუთმე დრო ამ პროცესს და ნუ იჩქარებ. გაიარე კურსები, უყურე ვიდეოებს, იკითხე წიგნები, გაწევრიანდი სხვადასხვა ქომუნითიში.
თუ უკვე გაქვს ის პროფესია, რომლითაც გინდა ფრილანსერობა, მაშინ კარგად გაანალიზე როგორ გამოიყენებ მას.
- აიღე 1 წელი
ნუ შეიქმნი მოლოდინს, რომ 1 კვირაში ან 1 თვეში ყველაფერი თავისით შეიცვლება. როცა ფრილანსერობას გეგმავ, ფაქტიურად შენი თავისგან იწყებ ბრენდის აშენებას. იცვლი ცხოვრების წესს და ამით, მაინდსეთიც გეცვლება. ლოგიკურია რომ დრო სჭირდება და მზად უნდა იყო ფიზიკურადაც და მენტალურადაც. პლიუს, ფინანსური სარგებლის ნახვასაც დრო სჭირდება.
1 წელი უმუშევრად სახლში ჯდომა ყველასთვის მოსაბეზრებელია, ამიტომ ან სამსახურის პარარელურად დაიწყეთ ეს პროცესი, ან დანაზოგი გააკეთეთ.
- იმუშავე შენს თავზე, შექმენი რუტინა რომელსაც მიყვები
როდესაც ახალ პროფესიას იწყებ, განსაკუთრებით მაშინ გჭირდება დიდი დოზით საკუთარ თავზე მუშაობა. 1 წლიან პერსპექტივაში უნდა გათვალო რა შედეგი გჭირდება. და შემდეგ ამ მიზნამდე ლოგიკურად მიხვიდე. ფრილანსერის ცხოვრებაში რუტინა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ჩვევად იქციე რას და როდის აკეთებ. და არ დაგავიწყდეს რეალისტური მიზნების დასახვა, ნუ მოსთხოვ ზედმეტს საკუთარ თავს.
არ იკმარო მხოლოდ კურსებზე მიღებული ინფორმაცია. რასაც გაიგებ ან ისწავლი ყველაფერი სცადე პრაქტიკაში, ნახე როგორ მუშაობს სხვადასხვა თეორია. დააკვირდი სფეროში არსებულ წარმატებულ პროექტებს და გაანალიზე როგორ გაკეთდა, შემდეგ ეტაპზე კი უკვე სცადე წარმოიდგინო შენ როგორ გააკეთებდი.
- შექმენი ბრენდი საკუთარი თავისგან
მას შემდეგ, რაც უკვე გეცოდინება შენი ნიშა. იფიქრე შენს თავზე როგორც ბრენდზე და რამდენიმე კითხვა დაუსვი საკუთარ თავს:
- რა არის ჩემი როგორც ფრილანსერის მიზანი?
- რომელი სერვისები უნდა გავყიდო და როგორია ჩემი საფასო პოლიტიკა?
- ვინ არის ჩემი მომხმარებელი? შეარჩიე ინდუსტრიები, სფეროები ან პროფესიები ვინც შენი სერვისით ისარგებლებენ.
- ვინ არის ჩემი კონკურენტი? თუ არა თქვენთან, ვისთან შეიძლება წავიდნენ
- რას აკეთებენ ჩემი კონკურენტები?
- რაშია ჩემი უნიკალურობა და რატომ უნდა მოვიდნენ ჩემთან?
- აირჩიე ციფრული არხები რომლითაც აუდიტორიას მიწვდები
წინა პუნქტიდან გამომდინარე, უკვე იცი სად შეიძლება იყოს შენი პოტენციური მომხმარებელი, ამიტომ აირჩიე ციფრული არხები, რომლიდანაც კომუნიკაციაში შეხვალ ამ ხალხთან. ზოგჯერ მხოლოდ 1 სოც ქსელიც საკმარისია, ზოგჯერ 2 ან 3 დაგჭირდება. მაგრამ ეგრევე ნუ აიტკიებ თავს, ეტაპობრივად დაამატე შედეგების მიხედვით. ასე დამენეჯებაც უფრო გაგიადვილდება.
- შექმენი შენზე მორგებული კონტენტი
თუ შენი შერჩეული პროფესია ისედაც მოიცავს კონტენტის შექმნას, მაშინ ყველაფერი მარტივადაა შენი თავისთვისაც შექმნი. სხვა შემთხვევაში აუცილებლად ისწავლე ეფექტური კონტენტის შექმნა ან დაუკვეთე სპეციალისტს. რამდენიმე შაბლონიც კი საკმარისია შენი სტილის შესაქმნელად და საკმაოდ დიდხანს შეგიძლია გამოიყენო.
ვიზუალური სტილის გარდა, განსაზღვრე როგორ ესაუბრები მომხმარებელს და რა ტიპის Tone of Voice გექნება.
დაგეგმე კონტენტი და თანმიმდევრულად მიყევი. ნუ გაირთულებ საქმეს და ნუ დაიწყებ ეგრევე დიდი რაოდენობის პოსტების დადებას, თუ დრო გაქვს და გაუმკლავდები მშვენიერია, მალე ნახავ შედეგს. მაგრამ მთლიანობაში სჯობს ნელი ტემპით მიყვე და არ დაისტრესო თავი.
- შექმენი გაყიდვების სტრატეგია
გააკეთე გაყიდვების სტრატეგია. დაგეგმე რა შემოსავლის მიღება გინდა თვეში და რა უნდა გააკეთო ამის მისაღებად. ისიც დათვალე დროის რა რესურსი დაგჭირდება. შემდეგ უკვე გეცოდინება კონკრეტული სერვისი რა რაოდენობით გინდა გაყიდო. შემდეგ კი შენი სერვისიდან გამომდინარე შექმენი სტრატეგია რას გააკეთებ. რა თქმა უნდა, სოციალური ქსელები და კონტაქტები ერთ-ერთი მთავარი გზა იქნება.
- იმუშავე კონტაქტების გაზრდაზე და რეკომენდაციებზე
ნუ იკმარებ მხოლოდ ციფრულ არხებში კომუნიკაციას, ეცადე გაიცნო ახალი ადამიანები, სპეციალისტები რომლებიც შენ სფეროში არიან და სპეციალისტები, რომელიც შენი პოტენციური დამკვეთები არიან. ააშენე კარგი ურთიერთობები მათთან. და დამკვეთებთან ურთიერთობის დროსაც აქციე ისინი შენს რეკომენდატორებად. ბევრი კონტაქტი მეტ რეკომენდატორს ნიშნავს, ისევე როგორც კმაყოფილი დამკვეთები.
- მართე შენი თასქები
გამომდინარე იქიდან, რომ შენი სერვისების გარდაც არაერთი საქმე დაგიგრობდება, აუცილებლად აწარმოე To Do ლისთი. კატეგორიებად დაყავი საკეთებელი საქმე და გაანაწილე დედლაინების მიხედვით. ამაში თასქ მენეჯმენტის მარტივი თულებიც დაგეხმარება, შეარჩიე ერთ-ერთი რომელიც შენთვის ყველაზე კომფორტულია. მთავარია სწორად შეძლო შესასრულებული სამუშაოს დახარისხება და ვიზუალურად გამოსახვა, რომ შენი სამუშაო პროცესი მარტივი და აღქმადი გახდეს.
- როცა შენი ფრილანს შემოსავალი ფულ თაიმ შემოსავალს აცდება მზად ხარ მთლიანად გადაერთო. ცვლილებები და დისციპლინა
ყველაზე იდეალური შემთხვევაა მთლიანად ფრილანსინგზე გადაერთო მაშინ, როცა ფინანსურად მზად იქნები ამისთვის. თუ ყველა წინა ეტაპს წარმატებით გაივლი, 1 წელში უკვე ხელშესახები წარმატება გექნება და თამამად მიიღებ ნებისმიერ გადაწყვეტილებას. რეალურად კი, შემდეგ კიდევ 1 წელი გჭირდება და პროფესიონალად იქცე, დაასტანდარტო შენი წლის გამოცდილება და განაგრძო წინსვლა.
თუმცა ამ დროს ცვლილება გიწევს. და მსგავს ცვლილებებზე უცნაურად რეაგირებს ჩვენი ორგანიზმი. სწორედ აქ იჩენს თავს ის რუტინა, რაზეც დასაწყისში ვსაუბრობდით. მთელი წელი უნდა იმუშაო დისციპლინაზე, რათა შეინარჩუნო თანმიმდევრულობა და ჩვევებად აქციო შენი საქმე. როდესაც საბოლოოდ იცვლი ცხოვრების წესს, შენი შეხედულებები და დამოკიდებულებებიც იცვლება ბევრ საკითხზე. რადგან ამ პროცესს მთელი წელი გადიხარ, სტრესიც ნაკლებია და გადასვლაც ბევრად უმტკივნეულო.
- ჰობი და ფიზიკური აქტივობა
ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი. აუცილებლად იქონიეთ რამე სხვა სიამოვნების წყარო, რაც საქმესთან არ იქნება დაკავშირებული და ტვინს გაგითიშავთ ხოლმე. და იპოვეთ ფიზიკური აქტივობის ის ფორმა, რომელიც თქვენი ცხოვრების წესს მოერგება.
როგორც ხედავ ფრილანსერობა პროფესიის გარდა უამრავი უნარის განვითარებას მოითხოვს. არ შეგეშინდეს ამ ცვლილების, რეალობაში ბევრად უფრო მარტივია ვიდრე ჩანს. მთავარი სირთულე პასუხისმგებლობის აღებაა და დისციპლინის გამომუშავება, რომ შეძლო და მიყვე ყველა ეტაპს.
იკითხე ბლოგი და კიდევ ბევრ პრაქტიკულ რჩევას გაგიზიარებ ეტაპობრივად. ფრილანსერობის გარდა უამრავ ინფოს მიიღებ პროკრასტინაციის, პროდუქტიულობისა და work-life ბალანსის შესახებ.